ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია, ჩვენმა სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს

“მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასა და მეგობართან საუბარი და ხუმრობით, ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი, მაშინ შოკში იყო ყველა, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის პირდაპირ ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად, სამარცხვინოდ შემოიპარა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილმა კანონი დაარღვია, ვინაიდან საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია.

„რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არცერთი ქვეყანა და არცერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები