გია ვოლსკი: ჩრდილოვან კაბინეტში არაფერია ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფარისევლური ნაბიჯია
“ჩრდილოვან კაბინეტში არაფერია ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფარისევლური ნაბიჯია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიპყრობაა.
“ჩრდილოვან კაბინეტში არაფერი ცუდი არ არის და ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში – როცა ოპოზიციაში გადასული ჯგუფები საზოგადოებას წარუდგენენ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება, მართონ ესა თუ ის სფერო, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. ამ შემთხვევაში, ეს ფარისევლური ნაბიჯია, რომ პარტიები კვლავ იმ ფორმატში გააერთიანონ, რომელშიც იყვნენ და ამით ყურადღება მიიქციონ, თუნდაც, საერთაშორისო დონეზე. იგივე ფანდი უნდათ, ახლაც გამოიყენონ, რომ იქნებ მხარდამჭერები ამით მოიზიდონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.