რუსეთი ნატო–ში დიპმისიის მუშაობას აჩერებს

რუსეთი 1–ელი ნოემბრიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მუდმივი წარმომადგენლობის და სხვა ორგანოების მუშაობას აჩერებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“ნატო–ს ქმედებების საპასუხოდ, ვაჩერებთ ჩვენი მუდმივი მისიის მუშაობას, მათ შორის, მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობას, ალბათ, 1–
ელი ნოემბრიდან ან შესაძლოა, ამას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს”, – თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

ასევე, გაურკვეველი დროით აღარ იმუშავებს მოსკოვში ნატო–ს სამხედრო მისია, საინფორმაციო ბიუროს კი დახურავენ. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, ამჟამად, მხარეებს შორის სამხედროების ხაზით არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს.

“თუ ნატო–ს წევრებს რაიმე გადაუდებელი საკითხი ექნებათ, მათ შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ჩვენს ელჩს ბელგიაში, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივ ურთიერთობებს რუსეთსა და ბელგიის სამეფოს შორის”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები