გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილის განცხადება, ვფიქრობ, არათუ არასერიოზული, არამედ – მავნებლურიცაა
“მარგველაშვილის განცხადება მავნებლურია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციას ირჩევს.
მისივე თქმით, მარგველაშვილის განცხადება არასერიოზულიცაა.
„მარგველაშვილის განცხადება, ვფიქრობ, არათუ არასერიოზული, არამედ მავნებლურიც არის, რადგან ზოგმა შეიძლება, ჩათვალოს, რომ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმ აღშფოთებასა და დღევანდელ უკმაყოფილებას შორის, რომელიც მარგველაშვილს ადრე გააჩნდა სადისტური მმართველობის მიმართ და დღეს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებების მიმართ, რომელიც შეიძლება მთავრობას ჰქონდეს, თუმცა, აქაც საკამათოა, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მავნებლობა”, – განაცხადა ვოლსკიმ.