როდის დასრულდება კოვიდპანდემია – ჯანმო-ში სავარაუდო თარიღს ასახელებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კოვიდ19–ის პანდემია შესაძლოა, უკვე შემდეგ წელს დასრულდეს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად დაავადება არ გაქრება.

“ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ მომდევნო წელს გამოვალთ პანდემიიდან, თუმცა, რასაკვირველია, კორონავირუსი არსად წავა. და შესაძლოა, მასთან ცხოვრება მოგვიწიოს. მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს გრიპივით არის. არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები. ყოველ წელს ისინი ახალ შტამებთან ხდებიან ადაპტირებული და ადამიანები იცრებიან – და ყველაფერი კარგად არის”,– თქვა კლუგემ.

ჯანმო–ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ზომები, რათა პანდემია არ განმეორდეს.

“თუ არ იქნება ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, არც ეკონომიკა, არც უსაფრთხოება, არც სოციალური სიმშვიდე იქნება. ჯანდაცვაში ინვესტირებაა საჭირო”,– აღნიშნა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, ამჟამად აუცილებელია დედამიწის მოსახლეობის, სულ მცირე, 80–85%–ის აცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები