ფაშინიანი: სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის დასაწყებად მზად არის

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაციისა და დემილიტაციის პროცესი დაიწყოს.

ამის შესახებ მან დსთ–ს ქვეყნების ლიდერთა საბჭის სხდომაზე თქვა.

“მზად ვართ, დავიწყოთ ეს პროცესი და ამ საკითხში ჩვენ ასევე გვაქვს რუსეთის და ჩვენი სხვა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. აქაც უნდა აღვნიშნო, რომ არსებული დაბრკოლებების დასაძლევად შესაბამისი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ შევთავაზეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე, სოტქ-ხოზნავარის რაიონში შეიარღაებული ქვედანაყოფების სარკისებრი გაყვანა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ხაზის გათვალისწინებით, რომელიც სსრკ–ს რუკებშია იურიდიულად დაფიქსირებული. ამ საზღვრის გასწვრივ შესაძლოა, რუსი მესაზღვრეები და/ან საერთაშორისო დამკვირვებლები განთავსდნენ. ამ სქემას მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ველოდებით ამ მიმართულებით მუშაობის განახლებას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები