ყანდაარის მეჩეთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში, ბიბი–ფატიმას შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ მცირე, 57 ადამიანი კი დაშავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera რეგიონში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, თვითმკვლელმა–ტერორისტმა მეჩეთში თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც იქ პარასკევის ლოცვაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

“თალიბანში” აფეთქების ფაქტი დაადასტურეს და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის პირობა დადეს.

როგორც “თალიბანის” ე.წ. მთავრობის კულტურის საკითხთა კომისიის წევრმა, მოჰამად ჯალალმა სოციალურ ქსელში დაწერა, აფეთქების უკან “ჰორასანში ისლამური სახელმწიფო” დგას, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ–ერთი განშტოებაა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს კუნდუზის პროვინციის მეჩეთში ტერაქტს, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა, 200–მდე დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ჰორასანში ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები