მეუფე ნიკოლოზი: აქციაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ – ჩვენ, ქართველებმა საერთო, საყოველთაო შერიგებაზე უნდა ვიფიქროთ

“ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ”, – ასე პასუხობს ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, იზიარებენ თუ არა სასულიერო პირები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოსაზრებას.

​მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქციაზე არასოდეს ყოფილა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა საყოველთაო შერიგებაზე უნდა იფიქროს.

“საპატრიარქო ჩვენ, ყველას ყოველთვის შერიგებისკენ მოვუწოდებთ. ყველამ ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს თუ ვთხოვთ შენდობას, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი განვითარების გზას დაადგება.

სასულიერო პირები იზიარებენ თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოსაზრებას, ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ.

მე აქციაზე ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ და არც არავისთვის მომიწოდებია და ახლაც არ მოვუწოდებ, უბრალოდ, ჩვენ, ქართველებმა საერთო, საყოველთაო შერიგებაზე უნდა ვიფიქროთ”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები