ნორვეგიის ქალაქ კონსბერგში მამაკაცმა მშვილდისრით 5 ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა.
NRK-ის ინფორმაციით, პოლიციაში ადგილობრივი დროით 18:13 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში მამაკაცი მშვილდისრით გადაადგილდება. კაცი 18:47 საათზე დააკავეს, თუმცა, ამ დროისთვის მან 5 ადამიანის მოკვლა და ორის დაჭრა მოასწრო, მათ შორის, ერთი დაჭრილი პოლიციელია.
მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა, ძალოვანებმა მისი დაკავება შეძლეს.
თავდამსხმელი 30 წლის – დანიის მოქალაქეა, თუმცა, კონსბერგში ცხოვრობს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყავდა.