თამარ გაბუნია კახეთში ეპიდვითარების გაუარესებას რთველს უკავშირებს

ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება რთულდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ხუთი ათასს აღწევს.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია კახეთში.

“ ვფიქრობთ, კახეთში ეპიდვითარების გაუარესება უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. გარკვეული მატება აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო. მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები