გია ვოლსკი: ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც “ნაცმოძრაობა” ამცირებს
“ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც “ნაცმოძრაობა” ამცირებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, რომელიც 14 ოქტომბრისთვისაა დაანონსებული.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი “ნაციონალური მოძრაობის” გამო შეუმცირდათ.
“გარკვეული პარტიები არსებობენ, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ “ნაცმოძრაობაზე” არიან დამოკიდებულები. ხალხმა დაინახა, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები მესამე ძალას ქმნიდნენ საქართველოში, რის იმედიც ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდა, დაინახეს საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს “ნაცმოძრაობა” ზეპირადაც და საქმიანობითაც, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, თავიᲐნთი დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ პოლიტიკურ ველზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.