გია ვოლსკი: სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, რევოლუციური პროცესების გეგმაზე გადავიდნენ
“რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია იმ დანაშაულებების თითქოს პოლიტიკურ ასპექტზე, რაც რეალობაში პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა რევოლუციური პროცესების განვითარებაა.
“რასაკვირველია, სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია იმ დანაშაულებების თითქოს პოლიტიკურ ასპექტზე, რაც რეალობაში პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და რისთვისაც სასჯელს იხდის სააკაშვილი, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, გადავიდნენ გეგმა B-ზე, რომელიც გულისხმობს რევოლუციური პროცესების განვითარებას, რომ არჩევნებს არანაირი წინაპირობა არ ჰქონდეს, შეიკრიბოს ხალხი, დაიძრას და მისი გამოხსნა მოხდეს საპატიმროდან, ეს არის იდეა, ვინაიდან არჩევნების თემას “ნაცმოძრაობა” არასდროს იზიარებდა და ახლაც არ იზიარებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.