გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” არავის წინ წაწევას არ აპირებს

“კოალიციური მთავრობის თემას “ნაცმოძრაობა” ამუშავებს იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიები იმ ფორმატში დააბრუნოს, რომელიც ახლახან ჰქონდათ, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევადაც”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არავის წინ წაწევას არ აპირებს.

“კოალიციური მთავრობის თემას “ნაცმოძრაობა” ამუშავებს იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიები იმ ფორმატში დააბრუნოს, რომელიც ახლახან ჰქონდათ, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევადაც. “ნაცმოძრაობა” არავის წინ წაწევას არ აპირებს. თუ რეალურად ჩვენ მეორე ტურის არჩევნებს ვიხილავთ, როგორც ვითარების დაწყნარების პერსპექტივას, ასეთ პერსპექტივას “ნაცმოძრაობა” არ იხილავს. საერთოდ, ეს პარტია მეორე ტურის თემასაც არ იხილავს იმდენად, რამდენადაც სააკაშვილის მოწოდება არ ითვალისწინებს არც კოალიციურ მთავრობას და არც არჩევნების ორგანიზებულად, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები