მარინა ენდელაძე – ეპიდვითარებაზე: დღეს დრამატული მონაცემები დაფიქსირდა, თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია.
“ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს. ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც. როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხოთ ეს ადამიანებს, რატომღაც, ისე არ იჯერებენ”, – აცხადებს მარინა ენდელაძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.