კულტურის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 343 მლნ. ლარით იგეგმება.

პარლამენტის ინფორმაციით, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის შესახებ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებლმა კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური მაჩვენებლები და ის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის პროექტი დაიგეგმა.

მომხსენებელმა ისაუბრა როგორც საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის კლების ტენდენციაზე, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების მონაცემებზე. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხებიდან 131 მლნ. ლარამდე მასობრივი სპორტის განვითარებაზე, 4 მლნ. ლარამდე კი ახალგაზრდობის ხელშეწყობის ღონისძიებებზე მიიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები