ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს მერაბიშვილი ურჩევდა ქვეყანაში დაბრუნებას და არწმუნებდა, რომ ამისთვის აქ სიტუაცია იყო მომწიფებული

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებას ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ურჩევდა.

მისივე თქმით, სწორედ მერაბიშვილი არწმუნებდა სააკაშვილს, რომ ქვეყანაში მისი ჩამოსვლისთვის სიტუაცია მომწიფებული იყო.

“სააკაშვილს მერაბიშვილი ეუბნებოდა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. სწორედ ის ურჩევდა სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას და არწმუნებდა, რომ ამისთვის აქ სიტუაცია იყო მომწიფებული”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერ ნიკანორ მელიას სააკაშვილის დაკავება არ სწყენია.

“ამას გარდა, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურს გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები