ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ბაბუა: მეექვსე სართულიდან პირველ სართულამდე იყო ვარდნის პერიოდი

“პირველ რიგში მინდა, მადლობა გამოვხატო ყველას მიმართ, ვგრძნობ მხარდაჭერას. ზვიადის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება”, – ამის შესახებ ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ზვიად თავდგირიძის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შვილიშვილი კონტაქტურია და მას მომხდარი ახსოვს.

“პირველ რიგში მინდა, მადლობა გამოვხატო ყველას მიმართ, ვგრძნობ მხარდაჭერას. ზვიადის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

ეს იყო უდიდესი ტრავმა, 11 საათი სიცივეში, უხერხულ პოზაში – თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში იყო, გამოხატული ჰქონდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, შოკი, თირკმლის უკმარისობა და ა.შ. მედიკოსებმა უდიდესი შრომა გასწიეს. ასეთ ვითარებაში მყოფი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც კი შეუძლებელია, მეექვსე სართულიდან პირველ სართულამდე იყო ვარდნის პერიოდი. დღეს კონტაქტურია, ყველაფერი ახსოვს, გონება არ დაუკარგავს, სასწაული ის არის, რომ თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა”, – აღნიშნა აკაკი ბერიძემ.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები