გია ვოლსკი: ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არ აქვს
“ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არ აქვს, რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ღარიბაშვილმა, როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო.
“ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის, პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ობიექტური პოზიცია დაიკავა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული – თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები. როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ტვ პირველის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.