“ნასვამები იყვნენ, იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე” – რას ჰყვებიან ოჯახის წევრები თიანეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ

თიანეთში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილის დედა საუბრობს. მისი თქმით, მამა-შვილი ურთიერთშელაპარაკების დროს არაფხიზელ მდგომარებაში იმყოფებოდა.

“ჩემი შვილი იყო მთვრალი, ჩემმა მეუღლემაც დალია, მერე იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე. მამას დანა დაურტყამს შვილისთვის. ქმარი დაიჭირეს, ახლა არ ვიცი, რა გავაკეთო”, – ამბობს მოკლულის დედა.

ცნობისთვის, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა და 81 წლის მამაკაცი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები