მარინა ენდელაძე: ძნელია, როცა ხედავ, ავადმყოფი იხრჩობა ან გიკვდება – გაგვიფრთხილდით, თორემ მძიმე ტვირთი იქნება თქვენთვის

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ეპიდვითარებაზე საუბრისას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“ძალიან ძნელია, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი არის მძიმე, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი იხრჩობა, როცა ხედავ, რომ გამოსავალი მას არ ექნება, ან გიკვდება, ეს ძალიან რთული გადასატანია. გაგვიფრთხილდით ჩვენც. საჭიროა მედიკოსები, თორემ თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი თქვენთვის, მოსახლეობისთვის, როდესაც არ გეყოლებათ კვალიფიციური მედიკოსები. მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ, აუცილებლად დაფიქრდნენ და აიცრან”, – აცხადებს ენდელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები