დავით კირკიტაძე: ქართველმა ხალხმა გუშინ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მხარდაჭერა

 

რუსთავის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით კირკიტაძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილმა საკუთარი ბედი ხალხს მიანდო, ხალხმა კი გუშინ აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს.

“მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბედი მიანდო ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა გუშინ მშვიდობიანად ხელისუფლებას აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მხარდაჭერა. როგორ განვითარდება მოვლენები, რას ვაპირებთ და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამას გადავწყვეტთ მჭიდრო კონტაქტში, საჯაროდ და ღია კონტაქტში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან”, – აცხადებს კირკიტაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები