ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
სამეგრელოში,
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება.
კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ‘ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ გამოიძახა.
როფორც ის აცხადებს, სამ საარჩევნო უბანზე სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ოქმის შედგენის პროცესს შეგნებულად აფერხებს.