ვლადიმერ ბოჟაძე: მინდა ქვეყანას მივულოცო მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები
მინდა, ქვეყანას მივულოცო მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები. ყველას გახსოვთ ორთვიანი საარჩევნო კამპანია, სადაც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ასობით შეხვედრას მართავდა ამომრჩეველთან, 64-ვე მერის წარდგენისას ჰქონდათ კონკრეტული პროგრამა. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავდით ფაქტობრივად არჩატარებულ საარჩევნო კამპანიას და ჩატარებულ პროვოკაციულ კამპანიას, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ყველა პროვოკაციის ინსპირატორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. დღესაც ბევრ ადგილას ჰქონდა მცდელობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეექმნა ასეთი ფონი. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, დასავლელი პარტნიორების, ეუთოს წარმომადგენლების. მათი თქმითაც ასევე მშვიდ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.