დავით ბაქრაძე: დღევანდელი დღე განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალი მომდევნო წლების განმავლობაში

“თითოეულ ადამიანს, დღევანდელი დღე აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი არჩევანი და შეცვალოს ქვეყანა და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს.

ბაქრაძე მოქალაქეებს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„დიახ, დღევანდელი დღე არის რეფერენდუმი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, ვისაც არ უნდა იცხოვროს უპერსპექტივობაში, სიღარიბეში; ვისაც მობეზრდა მუდმივი პოლარიზაცია დაპირისპირება და ზიზღი; ვისაც უნდა, რომ საქართველო მყარად და შეუქცევადად დაადგეს ევროპული და დასავლური განვითარების გზას; ვისაც აღარ უნდა რომ ქვეყნიდან სამუშაოს საშოვნელად წავიდეს და საქართველოში ოჯახი დატოვოს. თითოეულ ასეთ ადამიანს, დღეს, დღევანდელი დღე აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი არჩევანი და შეცვალოს ქვეყანა და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, მივიდნენ, ხმა მისცენ ცვლილებებს, ხმა მისცენ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს და დღევანდელ რეფერენდუმში დააფიქსირონ პოზიცია, რომელიც იქნება საქართველოს და თითოეული ოჯახის უკეთესი მომავლის გარანტი. ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, განვითარება და წინსვლა. დღევანდელი დღე არის შანსი ეს ყველაფერი მოვიტანოთ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები