მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობის” ჩატებიდან გამოჟონილ ინფორმაციას” ასაჯაროებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ჩატებიდან გამოჟონილ ინფორმაციას” ასაჯაროებს.

ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია. მივმართავ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“), ხომ არ ეცნობათ ის სიტყვები, რასაც მე წავიკითხავ. ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩატებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ: „მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიგვიწვდება ან ვწერთ ან ვუგზავნით შუამავალს. დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური, “ქოცია” და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ”ოცნებას” წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება, “ქოცების” უბნის უფროსებს კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“ უნდა შევეხმიანოთ, აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებ შეეშინდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები