კასპს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება

კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება, – ინფორმაციას საგანგებო სიტაციების მართვის სამსახური ავრცლებს.

მათივე ინფორმაციით, კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი – ირაკლი მეზურნიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნენ.

“პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. კასპის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

წლების განმავლობაში კასპში სახანძრო-სამაშველო სამმართველო ძველ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მეხანძრე-მაშველთა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კასპის მუნიციპალიტეტს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს თანამედროვე იერსახის შენობა 2022 წლის მარტიდან მოემსახურება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები