მიხეილ რამიშვილი: ადვოკატებს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან კომუნიკაციის საშუალებას არ გვაძლევენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მიზანმიმართული ქმედებაა ის, რომ ადვოკატები დეკანოზთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

“დეკანოზის მხრიდან სულ რამდენიმე დღის უკან მოვიდა წერილი, სადაც ითხოვს, რომ მე და ბატონი გიორგი ფანცულაია სასწრაფოდ შევსულიყავით მასთან. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მისი უფლებების დამცველნი და იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  წამოვედით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დღესაც დილიდან არის შემდეგი პასუხი შესვლაზე – რომ “დაკავებულია, ადგილი არ არის და ვერ გეტყვით როდის მოგიწევთ”. ეს არის მიზანმიმართული, რომ ჩვენ არ გვქონდეს კომუნიკაცია”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები