ბადრი ჯაფარიძე – ფარულ ჩანაწერებზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? – ამ შემთხვევაშიც არ იქნება

“ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? რა თქმა უნდა, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ამ შემთხვევაშიც არ იქნება”, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ფარული მასალების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს.

“ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? რა თქმა უნდა, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ამ შემთხვევაშიც არ იქნება. „ქართული ოცნება“ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს. ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებენ. ისინი ასრულებენ ერთი ადამიანის დაკვეთას, ეს არის ივანიშვილი. სანამ ის არ დაუკვეთავს, არსად არ წავლენ. ამიტომ, ეს ძალა მმართველობას მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არასდროს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს და სუს-ის თანამშრომლები იკითხებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები