გურამ მაჭარაშვილი: გრიგოლ ლილუაშვილი უსაფრთხოების სამსახურს ეფექტურად უძღვება
„საქმის გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ინტერესებში შეიძლება, იყოს აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გამოქვეყნებულ ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტურად უძღვება.
„საქმის გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ინტერესებში შეიძლება, იყოს აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტს, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია. გრიგოლ ლილუაშვილი ამ სამსახურს საკმაოდ ეფექტურად უძღვება, ეს სამსახური არის ის სახელმწიფო უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამ ინსტიტუტს მხარდაჭერა სჭირდება და არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რომ მას ზიანი მიადგეს”, – აცხადებს მაჭარაშვილი.