მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს კვლევები ჩატარებული, ჩვენც გვაქვს გარკვეული პროგნოზები, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც Ipsos-ის კვლევა მიუთითებს
“რა მეთოდოლოგიით ჩატარდა, არ ვიცი, შესაბამისად, გამიჭირდება ამის დაჯერება”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე Ipsos-ის კვლევას.,
სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული კვლევების სისწორესთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.
„ჩვენც გვაქვს კვლევები ჩატარებული, ჩვენც გვაქვს გარკვეული პროგნოზები, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც Ipsos-ის კვლევა მიუთითებს. არ ვიცი, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა, შესაბამისად, გამიჭირდება ამის დაჯერება. მაქვს ეჭვები ამის სისწორესთან, აკურატულობასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარეზ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის გასაზიარებელი. საპროგნოზო მონაცემები ისეთი გახლავთ, რომლის მიხედვითაც მაგალითად, თბილისში და მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ არის მეორე ტურის საჭიროება მოსალოდნელი, პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დამაჯერებლად გამარჯვების წინა პირობა აქვთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?” – IPSOS-გლობალის კვლევის შედეგები საქართველოს მასშტაბით შემდეგია: “ქართული ოცნება” – 35%; “ნაციონალური მოძრაობა” – 30%; “საქართველოსთვის” – 9%.