გიორგი ვაშაძე – IPSOS-ის კვლევაზე: დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ IPSOS-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ცვლილებებისთვის მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო.

“ამ კვლევებით თავს ნუ დავიმშვიდებთ. დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ხმას კახა კალაძეს გამოკითხულთა 41% მისცემს, ნიკა მელიას – 36%, გიორგი გახარიას – 13%.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები