ირაკლი კობახიძე: რუსეთთან ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია

 

“2012 წლის შემდეგ რუსეთთან ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი არის რადიკალურად შემცირებული და ეს კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველო გაცილებით უფრო ენერგოდამოუკიდებელია.

„წინა ხელისუფლების დროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იყო და დღეს არის ბევრად უფრო დაბალი, მაგრამ ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად შემცირება და მთავარი ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა. ამისთვის არის კონკრეტული გეგმა, ჩვენს 10-წლიან გეგმაში არის ასახული პრიორიტეტი და ჩვენი ამოცანაა დაახლოებთ 5 მილიარდ დოლარის ოდენობით ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ამ სფეროში და ეს აუცილებლად გაკეთდება. სამწუხაროდ, იყო პროცესები, რომელმაც ამ კუთხით მოკლევადიან პერსპექტივაში განვითარება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ გეგმას და ეს მიზანი იქნება მიღწეული. ქვეყანას ექნება მაღალი ხარისხის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები