კარლ ჰარცელი: ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს

ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია აღნიშნული. რომლითაც ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გუშინდელ დაპირისპირებას ეხმაურება.

“ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები