ვლადიმერ ბოჟაძე: მელია, როგორც სოროში, ისე დაიმალა ევროკავშირის ოფისში, ვიდრე ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა

“ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, მელია ქართველ ხალხს ვერ დაემალება.

,,ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო და ევროკავშირის ოფისში, როგორც სოროში, ისე დაიმალა,  სანამ ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს ,,ქართული ოცნების” ლიდერებმა. ასეა, ნიკანორ, ქართველ ხალხს ვერსად ვერც დაემალები და ვერც გაექცევი!”, – წერს facebook-ზე ვლადიმერ ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები