ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა არჩევნებზე მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა – სამწუხაროდ, დმანისში მოხდა მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა საარჩევნოდ მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის არჩევნებზე მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა. იცით, რომ 3 თვის განმავლობაში მოვახერხეთ უინციდენტოდ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და, სამწუხაროდ, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა, პირი არის დაკავებული და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო რამდენიმე პროვოკაცია. იყო ქარელში ერთ-ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია, ასევე, იყო ხელვაჩაურსა და ბათუმში, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ინციდენტი და ეს იყო დმანისის მძიმე ინციდენტი, სხვა შემთხვევაში პროვოკაციებმა პროვოკატორებისთვის უშედეგოდ ჩაიარა, რაც ჩვენი აქტივისტების მოთმინების დამსახურებაა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები