ბექა დავითულიანი: თუ ეს აუდიოჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს
“თუ ეს აუდიოჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათაც, ვინც რატომღაც ადამიანების სახელსა და გვარს არ ფარავენ და ავრცელებენ პირადი ცხოვრების დეტალებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
“ეს არ არის ფარული აუდიოჩანაწერები, გამავრცელებლების თქმით, ეს არის ტექსტური მასალა აუდიოჩანაწერების შესახებ. რაღაც ოქმებს წარმოადგენენ. აქედან რა არის მართალი და რა – ტყუილი, ღმერთმა უწყის და ამბობენ, რომ ეს არის ფარულად მიყურადების მასალები. თავად აუდიომასალა არავის უნახავს. გვეუბნებიან, რომ, ეს მასალა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც აუდიოსაუბრებშია. უნდა დადგინდეს, ხდებოდა თუ არა რეალურად უკანონო აუდიო ჩაწერა და მიყურადება. უნდა დადგინდეს სწორია და რეალურია თუ არა ის მასალები, რომელიც ვრცელდება ოპოზიციური მედიების მხრიდან. თუ ეს აუდიოჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათაც, ვინც რატომღაც ადამიანების სახელსა და გვარს არ ფარავენ და ავრცელებენ პირადი ცხოვრების დეტალებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.