მამუკა მდინარაძე: გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის ფორმატი ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესოა

“ეს ფორმატი არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი იმისთვის, რომ ილაპარაკო ქვეყნის საგარეო გამოწვევებსა და ქვეყნის შიდა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევაზე, რასაც ჰქვია ოკუპაცია მტრული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არცერთი წუთით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დეოკუპაციის გზაზე ვიაროთ შეუქცევადად. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული და სტრატეგიული ამოცანა და ჩვენ ამას ყველა პლატფორმიდან გავაკეთებთ და ამას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმის ფარგლებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები