სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის მოდელზე მუშაობას იწყებს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა, „სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების” სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, ჯგუფის მიზანია, დარგის სპეციალისტებთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, დაინტერესებულ პირებთან ერთად, მოამზადოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება მართვის მოდელი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა, ღია ფორმატის რეჟიმში, მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს. დღეს გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ დეკემბრის ბოლოს მომზადდება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფრასტრუქტურის მართვის კომპონენტის მოდელი და საკანონმდებლო ბაზის პროექტი”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე კომიტეტის წევრებმა საკომიტეტო სხდომის ფორმატში ჯგუფის დებულება დაამტკიცა და მისი მუშაობის პროცედურა განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები