ზესტაფონის მუნიციპალიტეტში “პატრიოტთა ალიანსის” ერთადერთმა მაჟორიტარმა პარტია დატოვა და კანდიდატურა მოხსნა
ზესტაფონში “პატრიოტთა ალიანსის” ფუთი-კლდეეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი მუმლაძემ პარტია დატოვა. მუმლაძე მაჟორიტარი დეპუტატობის ერთადერთი კანდიდატი იყო “პატრიოტთა ალიანსიდან” ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის ჩახსნის განცხადებით.