გოგი მეშველიანი კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მოისმინეს დამსწრეთა საჭიროებები და გააცნეს თუ რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ვეტერანებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადებში კვლავ შეიკრიბებიან, სადაც უკვე ვეტერანების სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს პრეზენტაციას განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების ღვაწლი შეუფასებელია. პარლამენტი მთავრობასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით მუდმივად ვმუშაობთ კანონის დახვეწაზე.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები