ვინ მართავდა თბილისს შუა საუკუნეებიდან გასაბჭოებამდე – საინტერესო ქრონოლოგია

თბილისი, როგორც დასახლებული ტერიტორია, ისტორიულ წყაროებში პირველად მე-4 საუკუნის დასაწყისშია მოხსენიებული. მე-5 საუკუნის მიწურულს და მე-6 საუკუნის დასაწყისში თბილისი უკვე სატახტო ქალაქია.

მე-11 საუკუნის დასაწყისში, ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისის საქალაქო მმართველობაში თვითმმართველობის ელემენტები ჩნდება. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი “ქალაქის ბერების”, ანუ “თბილისის ხალხის” ხელში გადავიდა. ისინი, რიგრიგობით, თითო თვის მანძილზე მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ “ქალაქის კლიტენი” და ემორჩილებოდნენ “ციხენი ქალაქისანი”; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას, ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში.

“ქალაქ-რესპუბლიკას” ბოლო მოუღო დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამ. ქალაქში ქართველი მეფის ხელისუფლება დამყარდა. თბილისს მეფის მიერ დანიშნული მოხელე, “მოურავი” მართავდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთიანობა დაირღვა, თბილისის მმართველობაც რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ვინ მართავდა და როგორ იმართებოდა თბილისი მე-17 საუკუნემდე თითქმის უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია მათი ვინაობა ვინც თბილის მე-17 საუკუნის შუა წლებიდან მართავდა.

გთავაზობთ თბილისის მმართველთა ქრონოლოლოგიას, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება :

ტფილისის მერი მმართველობის წლები
1 ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი (XII საუკუნის შუა წლები)
2 ამირა (შააპ) კურდ არცრუნი (XII საუკუნის მეორე ნახევარი)
3 შადინ (ბადინ) (XIII საუკუნის მეორე ნახევარი)
4 მელიქ ენალი დაახლოებით 1646 – 1673
5 მელიქ ბაიანდური (XVII საუკუნე) 1650 წლიდან
6 მელიქ ხოჯა–ბეიბუდი (XVII საუკუნე) 1662 წლამდე
7 მელიქ აშხარბეკი (XVII საუკუნე) 1662 წლიდან
8 მელიქ ავთანდილი დაახლოებით 1678 – 1698
9 მელიქ ამირ ბეიბუდიანცი (XVII საუკუნე)
10 მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი (XVII – XVIII საუკუნეები)
11 მელიქ გიორგ ასლამაზიან ბეიბუდიანცი 1699 – 1711
12 მელიქ ზურაბ გიორგიან ბეიბუდიანცი 1712 – 1742
13 მელიქ აშხარბეკ II. ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1734 წლამდე
14 მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი 1734 – 1768
15 მელიქ ანტონი 1746 – 1751
16 მელიქ სააკ შერგილიანცი 1751 – 1760
17 მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი 1768 – 1795
18 მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი (1764 – 1832) 1795 – 1801
19 ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი 1840 – 1843
20 სტეფან გაბრიელიან ხატისიანცი 1844 – 1845
21 მოვსეს ტერ-გრიგორიანცი 1845 – 1846
22 ოვანეს სიმონიან შადინიანცი 1847 – 1848
23 ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი 1848 – 1849
24 ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი 1850 – 1851
25 ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი 1851 – 1852
26 ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი 1853 – 1856
27 სოღომონ დავთიან სარაჯევი 1856 – 1857
28 ანდრეი დავთიან მანანოვი 1857 – 1858
29 ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი 1858 – 1860
30 სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი 1860 – 1861
1865 – 1866
31 სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი 1861 – 1862
32 გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი 1862 – 1864
33 გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი 1864 – 1865
34 ერემია გევორქიან არცრუნი 1866 – 1868
35 ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი 1868 – 1869
36 დმიტრი თუმანიანცი 1869 – 1870
37 იაზონ დმიტრიან თუმანიანცი 1870 – 1874
38 დიმიტრი ყიფიანი 1875 – 1879
39 ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი 1879
40 ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი 1879 – 1891
41 ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი 1891 – 1893
1895 – 1896
1903 – 1904
42 პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი 1893 – 1895
43 გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი 1897 – 1901
44 ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი 1902
45 ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი 1904 – 1905
46 ვასილ ჩერქეზიშვილი 1907 – 1909
47 ალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი 1910 – 1917
48 ბენიამინ ჩხიკვიშვილი 1919 – 1920

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები