“განახლებული რეგიონის” ფარგლებში, წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში კვარაცხელიას ქ. N 7 და მაიაკოვსკის ქ. N 13 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცლებს.

“სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები” პრემიერმინისტრის ინიციატივით, დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები