საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და “მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო”-ს ორგანიზებით, მსოფლიო დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციას მერის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა და წინასწარ შერჩეული ლოკაციებიდან ნარჩენები და ფოთლები გაიტანეს.
ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.