ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.
“ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – მახარე ჩოკორაია ადგილზე გაეცნო. სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში