გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მიტარბის ტერიტორიაზე, ტყის ბუდეში, მოქალაქემ 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა.

ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები