„ქართული ოცნების” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

“დღეს შევხვდი სოფელების ქუბრიანთკარისა და ბულაჩაურის მოსახლეობას. მათ წარვუდგინეთ ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ალექსანდრე ბუჩუკური. შეხვედრა ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა.
მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის. ძირითადი პრობლემა საუბნო გზებია. რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას, ორივე სოფელში დღეს დაიწყო სასმელი წლის სისტემის მოწყობის სამუშაოები”, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები