„უკვე აღარც მალავენ, რომ მთავარი არა მერების და ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, არამედ – “რეფერენდუმად” ქცეული ვადამდელის დაკანონებაა“ – გიორგი ცუცქირიძე

“უკვე აღარც მალავენ, რომ მთავარი არა მერების და ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, არამედ “რეფერენდუმად” ქცეული ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დაკანონებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, ქართულ სახელმწიფოზე ღია შეტევა მიდის.

„მიდის ღია შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ზუსტად 30 წლის წინანდელ ანალოგად, როდესაც, ზვიად გამსახურდიას ზიზღით, ახალფეხადგმული ქართული სახელმწიფო დააზიანეს და გადაწვეს, დემოკრატიის სახელით, რეალურად კი, რუსული ფულითა და იარაღით!
დღესაც, ფაქტობრივად, იგივე ხალხი, ასაკშეპარული, მაგრამ იმავე ჟინით, ისევ რუსული ფულითა და მოსკოვში დაწერილი სცენარით ცდილობს ქართული სახელმწიფოს განადგურებას!

სუს – ის ფაილების გამოტანის ამბავიც, როგორ ტექნიკურად მიაბეს, მეტი დამაჯერებლობისათვის, ციხის კადრების ისტორიას?!. აქაც სისტემის ნაწილს, “პატრიოტული” და “სინდისის ქეჯნის” მოტივით გამოაქვს ეს ფაილები, თუმცა შემდეგ თავს იკლავს თუ როგორც მოწმეს იშორებენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება, სუს – ის სკანდალური ფაილების მედიაბადის დღის წესრიგად ქცევა და ამ სკანდალური თემის არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, კიდევ უფრო განვრცობის დაანონსება, ერთადერთ მიზანს ემსახურება-არჩევნების მეორე დღის, საპროტესტო გამოსვლების და დესტაბილიზაციის პროცესად გადასაქცევად. უკვე, აღარც მალავენ, რომ მთავარი არა მერების და ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, არამედ “რეფერენდუმად” ქცეული ვადამდელის დაკანონებაა.

ყველაზე ნიშანდობლივი და პოლიტიკური ცინიზმის განსახიერება კი ისაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის 43-პროცენტიან ჩამკეტ ზღვარს ის პარტია უდგას სათავეში, რომელმაც ასი დღის განმავლობაში, სანამ “ოცნება” არ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, საერთოდ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს!

ექვსთვიანი საბოტაჟში გადასული საპარლამენტო ბოიკოტიც მანამ არ დაასრულეს, სანამ მარტში აშშ -ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვისას ამერიკელმა კანონმდებლებმა პარლამენტში არშესვლით რუსული ინტერესების გატარებაზე პირდაპირ არ მიუთითეს.

ამ პროცესების რუსულ კვალზე მიუთითებს, მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის მცდელობაც მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა მას მოუწოდეს სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების და სამოქალაქო დაპირისპირების ასარიდებლად თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლისაგან.

ჭკუით, ქართველებო, ისტორიის გაუთვალისწინებლობამ ცხვირი ბევრჯერ წაგვამტვრევინა, ისტორიამ მწარე განმეორებები იცის“, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები