სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, აღდგენითი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
ექსპლუატაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თეკლათში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 15 კილომეტრი კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. აღნიშნული ფართობით, დაახლოებით, 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დამშრობი ქსელის მოწესრიგება საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები