ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი” შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის” მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის” მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე, სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, წელსვე, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას ითვალისწინებს. ასევე, „მაჭახელას თოფის გზის” ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

“ეთნოსოფელი” გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები