ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები 40 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 7 ათასამდე ადამიანი, დანგრეულია 35-მდე საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები